აქცია ბათუმში

ოპოზიციის აქცია გრძელდება აჭარის მთავრობის შენობასთან.

შეკრებილები ადგილზე  ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით იმყოფებიან. ოპოზიციონერი ლიდერების და მათი მხარდამჭერების თქმით, დაგეგმილია სხვადსხვა აქტივობები. დღეს ისინი ფეხბურთში ტურნირს ჩაატარებენ. მათი თქმით, პროტესტს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე არ შეწყვეტენ.