ბათუმში მოქალაქეთა ჯგუფი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნას ან კომპენსაციის გაზრდას ითხოვს.
მოქალაქეებმა ქალაქის ქუჩებში მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეები სამორინეებში, რესტორნებსა და სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები, ასევე მიკროავტობუსების მძღოლები არიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.