„არა მიშას,“ „არა ნაციონალურ მოძრაობას“ და „არა ნაციონალური მოძრაობის ნამსხვრევებს“, – ამ მოწოდებებით ბათუმში აქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.
პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ქართველმა ამომრჩეველმა მხარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭიროს და არ უნდა დაუშვას ქეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. შეკრებილებმა წინა ხელისუფლების პერიოდი და მათი მმართველობის ფორმა გაიხსენეს.