ხმაური იყო ბათუმის მერიასთან, სადაც გაფიცული მძღოლები აქციას მართავენ. ბათუმში დილიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები არ მოძრაობს. გაფიცულ მძღოლებთან ბათუმის მერიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ხუთი წარმომადგენლის შერჩევა სთხოვეს, რომლებსაც ვიცე-მერი შეხვდება. გაფიცული მძღოლები კი მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სამარშრუტო მიკროავტობუსებთან დაკავშირებით გადაიდოს ახალი რეგულაციების განხილვა, რომელიც საკრებულოში დღეს არის დაგეგმილი. ამ წუთებში მძღოლების ნაწილი საკრებულოს დეპუტატებს ხვდება.