აქცია ბაკურციხეში

საპროტესტო აქცია გურჯაანში. შეკრებილების განცხადებით, თბილისი-ბაკურციხე-თელავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა, ალაზნის ველზე გაშენებულ კუთვნილ ვენახებში მისასვლელ გზას უკეტავს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, მათ დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რაც დროსთან და ხარჯთან არის დაკავშირებული.

მოთხოვნასთან დაკავშირებით, გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, საკითხს განიხილავენ და გზის მშენებლობის პროექტში ცვლილებები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შევა.