აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულმა პირებმა, ვისთვისაც საცხოვრებელი კორპუსები შენდება. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მშენებარე კორპუსები 582 ოჯახისთვისაა განკუთვნილი, რეალურად კი დასახლებაში 1700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დადგინდეს კრიტერიუმები, პირველ რიგში რომელი ოჯახები მიიღებენ ბინებს და ასევე ყველა დანარჩენ ოჯახთან გაფორმდეს ხელშეკრულება, რომ ეტაპობრივად ყველა მიიღებს ბინას.