AP სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე“, – ამ სათაურით ეხმაურება სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი“  თელავში გამართულ ღონისძიებას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ – „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ის იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“.