„უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო“ – განაცხადა გენერალურმა მდივანმა პუტინის შეხვედრაზე. აუდიენცია ანტონიუ გუტერეშსა და ვლადიმერ პუტინს შორის ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში შედგა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია: „გაერო-ს გენერალურმა მდივნის თქმით, შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. გუტერეში სრულად უჭერს მხარს ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოხატავს მადლიერებას თურქეთის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.