ანტისამთავრობო აქცია თელ-ავივში

თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მომიტინგე პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შტაბთან, რომელიც ისრაელის ომის კაბინეტის შეკრების ადგილია. შეკრებილებმა მთავრობას მძევლების გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.