ანტირუსული სანქციების შედეგები

ამერიკულმა სანქციებმა რუსი ოლიგარქები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ასეთია დასკვნა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგების შესაჯამებლად გამოაქვეყნა.

დაზარალებულებს შორის არიან პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები, ვიქტორ ვეკსელბერგი და ოლეგ დერიპასკა. ისინი ვაშინგტონის ე.წ. შავ სიაში 6 აპრილს მოხვდნენ. სწორედ მაშინ ამოქმედდა რუსეთის წინაღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები.

მიყენებული ფინანსური ზარალის მიუხედავად, ამერიკელი კონგრესმენები გაჩერებას არ აპირებენ.

კრემლის დასასჯელად მიმართული კიდევ უფრო მკაცრი ზომები უკვე შემუშავებულია და კონგრესის დამტკიცებას ელოდება.