რუმინეთის ყველაზე ცნობილი და გავლეანიანი მიტროპოლიტი და რუმინული ეკლესიის დამოუკიდებლობის და ენის დამცველი. ეს ოსმალეთის იმპერიასთან მებრძოლი და გადმოცემის თანახმად, მესხეთში დაბადებული ქართველია.
საუბარია ანთიმოზ ივერიელზე, რომელსაც ორივე ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. სწორედ მისი დახმარებით დაარსდა საქართველოში პირველი სტამბა.
18 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრებმა მეთერთმეტედ მოიგო მისი სახელობის თასი.
ანთიმოზ ივერიელის აგებული ტაძარი ბუქარესტში „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა მოინახულა. რუმინეთის ქართველი მიტროპოლიტის ისტორია ვრცლად ლევან ახალაიას და თორნიკე მაისაშვილის რეპორტაჟში.