2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში გრძელდება.
დოკუმენტში შემოსავლები მილიარდ 800 მილიონით მცირდება, ხარჯვითი ნაწილი კი – 600 მილიონით. პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად, მთავრობა ზრდის საგარეო და საშინაო ვალს. ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტს იწუნებენ. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ეს ბიუჯეტი სრულად პასუხობს კრიზისულ ვითარებას.
ამ წუთებში ბიუჯეტის პროექტს „ევროპულ საქართველოში“ განიხილავენ, მანამდე შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შედგა. მსჯელობა უკვე გაიმართა აგრარულ კომიტეტშიც.
როგორ აფასებენ დეპუტატები 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტს – მანანა დევაძე გაგვაცნობს.