ანტიკრიზისულ გეგმას პოლიტიკოსები აფასებენ

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის შეფასებით, ეს არის არჩევნებზე გათვლილი, დაგვიანებული გეგმა, რომელიც რეალურად არ შეიცავს ეკონომიკის გაჯანსაღების სტრატეგიას. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არა პოლიტიკურ ნიშნებსა და მიზნებს, არამედ პროფესიულ ანალიზს ეყრდნობა. მათი თქმით, გეგმა პროფესიულად გამართულია და მაქსიმალურად უზრუნველყოფს პანდემიისგან გამოწვეული მძიმე შედეგების შემსუბუქებას.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა