ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ინიცირება ხვალ მოხდება

ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ინიცირება პარლამენტში ხვალ მოხდება.

საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება. შესაბამისი ცვლილების ინიცირება პარლამენტში ხვალ მოხდება. ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. ამ ფორმას კი ეწინააღმდეგებიან ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ არჩეული კანდიდატი დამოუკიდებელი არ იქნება. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში გაერთიანებული უნდა იყოს სხვადასხვა უწყებაში არსებული ანტიკორუფციული მიმართულებები. ამ მოსაზრების გათვალისწინების შემთხვევაში, ოპოზიცია მზადაა ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.