ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიურო იქმნება. კანონპროექტი პარლამენტში დღეს დაინიცირდება. ეს ევროკომისიის მოთხოვნების მეოთხე პუნქტია და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გააკონტროლებს.
ამასთან, კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ხელმძღვანელს კი კონკურსის შედეგად პრემიერ-მინისტრი შეარჩევს.