ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება. პარტია „ლელოს“ პროექტის მიხედვით, სააგენტო საგამოძიებო ფუნქციებსაც მოიცავს და პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ძირეულ ცვლილებებს არ ითვალისწინებს და ბიუროს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელი არსებულ საჭიროებებს ერგება.