ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებას ადრესატები ეხმაურებიან. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას ბრიფინგით უპასუხეს დღეს „აირჩიე ევროპას“ დირექტორმა ხათუნა ლაგაზიძემ და მისმა თანადამფუძნებლებმა. მათი თქმით, გადაწყვეტილება მათი საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გაცხადების თაობაზე, უკანონო და უსაფუძვლოა, თუმცა ის მონაცემები, რომლის მიწოდებისთვისაც ბიურომ მათ ხუთდღიანი ვადა მისცა, უკვე გაგზავნილი აქვთ იმ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მათ ამ მონაცემების ბიუროსთვის გაგზავნა დაევალათ.