ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამარჯვებად აფასებს. დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია სახელისუფლებო რეპრესიების პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ სიმართლის აღიარება. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, „აირჩიე ევროპა“ სასამართლოში დაწყებული დავის გაგრძელებას გეგმავს.