ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმება მოუხდა.
მაკონტროლებელმა ორგანომ პრემიერის მიმართვა დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოუხსნეს. შესაბამისად, მათ საკუთარი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება აღარ აქვთ. ორივე ორგანიზაციის წინასაარჩევნო აქტივობებს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის სასარგებლო აგიტაციად მიიჩნევს და შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს დადგენილებას სამართლებრივად გამართულად აფასებს, თუმცა სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მათთვის მითითებული სტატუსის მინიჭებას მიზანშეწონილად არ თვლის. ორივე ორგანიზაცია არჩევნებზე დამკვირვებლად არის დარეგისტრირებული. მთავრობის მეთაურის მიმართვაზე ბიუროს რეაგირებას კიდევ უფრო მეტი რეზონანსი მოჰყვა – შექმნის დღიდან უწყების დამოუკიდებლობას მესამე სექტორი და ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებენ.