გადაწყვეტილება, რომელმაც წინასაარჩევნო ფონი კიდევ უფრო გაამწვავა.
ახლად დაფუძნებული ანტიკორუფციული ბიურო მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება. საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცხადდებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი ხელმძღვანელი, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ დირექტორთან და თანადამფუძნებლებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ დასახელებულ ორგანიზაციებზე ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ყველა ის წესი გავრცელდება, რაც პარტიებზე ვრცელდება. ამ ნაბიჯს მაკონტროლებელი უწყება სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით და მითითებული ორგანიზაციების წინასაარჩევნო აქტივობებით ასაბუთებს. უფლებადამცველები და მესამე სექტორის წარმომადგენლები კი ანტიკორუფციულ ბიუროს საარჩევნო კანონმდებლობის ნორმის არასწორ ინტერპრეტაციაში და რეპრესიებში ადანაშაულებენ. ვნებათაღელვას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით შექმნილი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წევრია.