ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და სამოქალაქო მოძრაობას „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აცხადებს და მიიჩნევს, რომ მათზე უნდა გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ორგანიზაციების საქმიანობაა საარჩევნო კამპანიის პროცესში.