ზესტაფონის დრამატულ თეატრში სპექტაკლის, „ანტიგონეს“ პრემიერა გაიმართა. დადგმაზე რეჟისორმა, თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჯუღელმა იმუშავა.
საპრემიერო წარმოდგენას კულტურის მინისტრი, იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეიდან კი ზესტაფონის თეატრი „თეატრალურ კვირეულს“ უმასპინძლებს. მასში დედაქალაქისა და რეგიონული თეატრები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზესტაფონის თეატრი წლის განმავლობაში ოთხ კვირეულს მასპინძლობს.