ანსამბლ „დიდგორის“ მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომის პრეზენტაცია

ანსამბლმა „დიდგორმა“ მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომი წარადგინა. ალბომი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ამღერებული მუზეუმის“ ფარგლებში ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას თეა წულუკიანი დაესწრო.