პირი, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის არის დაკავებული, ბრალი დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 151-ე მუხლს, რომელიც მუქარას გულისხმობს, ახლა 239-ე მუხლიც დაემატა, რაც ხულიგნობას ითვლისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ვახტანგ რობაქიძეს 15 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული სახდელის ვადა უკვე ამოიწურა.
რაც შეეხება ინციდენტს, შემთხვევა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. როგორც ცნობილია, ვახტანგ რობაქიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.