ანრი ოხანაშვილის განცხადება

შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა – ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ეუთო-ოდირის 18 თებერვლის დასკვნას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია იმ კითხვების შინაარსი, რითიც სახალხო დამცველის აპარატმა ეუთო-ოდირს მიმართა. მათი თქმით, ორგანიზაციასთან მიმართვამდე სახალხო დამცველს პარლამენტთან კონსულტაციის გამართვა არ უცდია. მმართველი გუნდი ითხოვს, ომბუდსმენმა გაასაჯაროვოს ეუთო-ოდირთან გაგზავნილი წერილი, რათა ცხადი გახდეს, მიაწოდა თუ არა აპარატმა ორგანიზაციას ზუსტი ინფორმაცია.