ანკარაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ანკარაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ყველაზე რთული ვითარება მამაკის რაიონში იყო.

სახელმწიფო სააგენტოების ინფორმაციით, დაიტბორა სახლები, რამდენიმე მანქანა კი წყალმა წაიღო.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები და მაშველები. მათი თქმით, საცხოვრებელი სახლების გარდა, წყალი მაღაზიებშიც შევარდა.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მსგავსი სიძლიერის წყალდიდობა თურქეთის დედაქალაქში 500 წელია არ მომხდარა.