ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს. მათ საუბარი სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხზე სურთ. ანა წითლიძის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საპარლამენტო ანგარიშში გაწერა, რომლის მიხედვითაც, სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე უფასო კვება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამის დაწყება დღესვე შესაძლებელია.