რუსეთი საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. ასეთი განცხადება გააკეთა ანგელა მერკელმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცდილობს, რადგან რუსეთმა ან განაცალკევა მათი ტერიტორიები, ან კონფლიქტები გააღვივა. ამის მაგალითად ანგელა მერკელმა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი მოიყვანა. მისივე თქმით, გერმანელი სამხედროები, “ნატოს” სახელით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაკავებლად იმყოფებიან.