ანგარიში ევროპარლამენტში 

ევროპარლამენტართა მთავარ გზავნილს მმართველი გუნდი სრულად იზიარებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებასა და არჩევნების ახალი მოდელით ჩატარებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეწყალებას – პრემიერმა დღეს მათ პოლიტიკურ მანტიამოსხმული პრივილეგირებულ პოლიტიკოსთა კასტა უწოდა და ორივე მათგანის ციხიდან გამოსვლა ნეგატიურად შეაფასა. ევროპარლამენტართა შეფასებებს გამოეხმაურნენ ქართველი დეპუტატებიც. ზოგიერთ შემთხვევაში რეაქცია მწვავე იყო.