ევროკავშირი საქართველოსთვის სოლიდარობის ნიშნად, შეთანხმებული თანხების გარდა, 500 მილიონ ევროზე მეტს „კოვიდ-19“-ის პრობლემის გადასაჭრელად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.
ამასთან ის აცხადებს, რომ დახმარების მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. „ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება დაეფუძნოს აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულების პროგრესს, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს“, – განაცხადა კუბილიუსმა.