ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები, მუსიკალური პროექტის, „რანინას“ კონკურსანტები, აგრეთვე საქართველოს პირველი არხის წარმომადგენლები დახვდნენ.

11 წლის ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით, „To My Mom“ წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად, ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი კი იზა ნადარეიშვილია.

წელს საერთაშორისო კონკურსს, მადრიდმა უმასპინძლა. მონაწილე ჩვიდმეტი ქვეყნიდან საქართველოს ყველა მაღალი, 12 ქულა 12 ქვეყანამ დაუწერა. შედეგად ჩვენი ქვეყანა რეკორდსმენი გახდა და გამარჯვება უკვე მეოთხედ მოიპოვა.