ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. საერთაშორისო კონკურსს მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს. ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს რიგით მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა კონკურსის რეკორდსმენია. საქართველოს წარმომადგენელმა 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად, ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი კი იზა ნადარეიშვილია.
წელს საერთაშორისო კონკურს ესპანეთის დედაქალაქმა, მადრიდმა უმასპინძლა. კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, მათგან საუკეთესო კი სწორედ ქართველი, ანდრია ფუტკარაძე გახდა.
რეპორტაჟი მადრიდიდან #მოამბე