ოვაციები, უწყვეტი ტაში და მილოცვა ევროპის 16 ქვეყნისგან. გამარჯვების შემდეგ, ანდრია ფუტკარაძემ ევროვიზიის სცენაზე საკონკურსო სიმღერა კიდევ ერთხელ შეასრულა. მან მონაწილეებისგან მილოცვა როგორც სცენაზე, ასევე კულისებში მიიღო. მადრიდში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება „მოამბის“ ჯგუფი, რომელმაც გამარჯვებულის პირველი ემოციები გადაიღო.
რა ხდებოდა ევროვიზიის პავილიონსა და მის გარეთ კონცერტის დასრულების შემდეგ, როგორ დახვდნენ გამარჯვებულს გულშემატკივრები? – მარიკა შალიკაშვილი პირდაპირ ეთერში.