ანდრეი ზვიაგინცევი თბილისშია

თბილისში ცნობილი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ჩამოვიდა. მან პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან ქართულ კინოზე, საკუთარ კინოენასა და ასევე, აქ ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რუსი რეჟისორი საქართველოში პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები“ ფარგლებში ჩამოვიდა.

ზვიაგინცევი თეატრალური უნივერსიტეტში დღეს და ხვალ მასტერკლასებს გამართავს, ხოლო 24 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში“ მისი ფილმის „უსიყვარულო“  სარეჟისორო ვერსიის ჩვენება გაიმართება.