ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში

„ლევიათანი“, „უსიყვარულო“, „ელენა“, „დაბრუნება“, – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ანდრეი ზვიაგინცევი თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეჟისორად აქციეს.

რუსი რეჟისორი საქართველოშია. თბილისში ზვიაგინცევი კინოპროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასების  ჩასატარებლად და ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ჩამოვიდა, 24 ოქტომბერს მისი ფილმის „უსიყვარულო“ ჩვენების შემდეგ ანდრეი ზვიაგინცევი მაყურებელთან ღია დისკუსიას გეგმავს.