რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა პოლონეთის პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა, თბილისში ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან – იმ მომენტიდან, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. ანჟეი დუდას თქმით, სამწუხაროდ მაშინ ლეხ კაჩინსკის არ უსმენდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.