ხვალიდან ანანურის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ტურისტებისთვის დაიკეტება. მიზეზი ადგილზე არსებული ვითარებაა. გალავნის ნაწილი იშლება.
ძეგლზე არსებული ვითარება საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ ინსპექციასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
საყდრისის კომიტეტის წევრების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგის გამკაცრების გარეშე ტურისტების და ადგილობრივი დამთვალიერებლის ნაკადი, რომელიც გალავანზე გადაადგილდება, კედლებს მთლიანად ჩამოშლის.