ანაკლიის პორტის პროექტი პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება. ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის სამიზნე ისევ გიორგი გახარიაა.
ცნობილი წერილის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი პრემიერს ამჯერად მასშტაბური საინვესტიციო პროექტისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში სწორედ გახარია ეწინააღმდეგებოდა პორტის მშენებლობას.
ნეგატიურად ისაუბრა პოლიტიკაში წასულმა ბიზნესმენმა ინფრასტრუქტურის მინისტრზეც და ამ კონტექსტში 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილსა და ინვესტორებს შორის გამართული შეხვედრა ახსენა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს „ლელოს“ დამფუძნებელს მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ სთხოვა კონკრეტული ფაქტების წარდგენა.
ხაზარაძის რეზონანსული განცხადებები მმართველი გუნდისთვის არადამაჯერებელია.