ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით მშენებელი კომპანია სავარაუდოდ ხვალ გამოვლინდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.