ჩინური მსხვილი ინვესტიციის საქართველოში შემოსვლა პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ხდება.
ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე არჩევანის გაკეთებამ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გარშემო წლების წინ გაჟღერებული ბრალდებები გაააქტიურა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის ჩინური ინვესტიციებით აშენების გადაწყვეტილება პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვის თემაა. ცალკეული ოპოზიციონერი აქტორები ტენდერის შედეგს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების კონტექსტში განიხილავენ. ამავე მიზეზით ხსნიან 2020 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასაც, როდესაც საჭირო ფინანსური რესურსების ვერ მოძიების და ვალდებულებების დარღვევის არგუმენტით ხელშეკრულება შეწყდა მამუკა ხაზარაძის კუთვნილ კონსორციუმთან, რის გამოც დავამ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლა. ხელისუფლება ოპონენტებს მასშტაბური პროექტის ჩასაშლელად მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს და ჩინეთიდან მისაღები ტვირთების მოცულობის გათვალისწინებით, პროექტში სწორედ ჩინური მხარის მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. მითუმეტეს, შუა დერეფნისადმი გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, რომლის მთავარი მიმართულება სწორედ ტვირთბრუნვაა. აქცენტი კეთდება უსაფრთხოებაზეც.
სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა გამოცდილება აქვს შერჩეულ კორნსორციუმს, რომელიც პორტის 49%-იანი წილის მფლობელი უნდა გახდეს.