განათლების მინისტრმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. გიორგი ამილახვარმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს ბანაკში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სასიამოვნო დასვენება უსურვა. წელს ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 3 120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან შეირჩნენ. საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.