კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ანა წითლიძის განცხადებით, სხვადასხვა უწყებების მხრიდან ხდება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. მისი თქმით, კოალიციამ უკვე მიმართა ამ თემაზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს.