ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა. მათ შორის ორი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ორი მოადგილე და კომისიის რიგითი წევრები არიან.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა თანამდებობასთან ერთად, კომისიის რიგით წევრობაზეც თქვეს უარი. მიზეზად დაასახელეს„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან უკანონო დავალებების გაცემა.
ანა წითლიძე ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრებს უახლოეს დღეებში NDI-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები შეხვდებიან. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ამბობენ, რომ ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.