ანა წითლიძე შსს მიმართავს, გამოიძიონ მასზე თავდასხმის შემთხვევები. მან აქცენტი გააკეთა ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტზე. წარმოადგინა რამდენიმე ადამიანის ფოტო, რომლებიც, მისი თქმით, გუშინ ბარამიას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. წითლიძემ მოითხოვა, მიმდინარე მუხლს, რომლითაც საქმეა ამ ფაქტზე აღძრული, დაემატოს 325-ე მუხლი, პოლიტიკურ პირზე თავდასხმა და ორგანიზებული თავდასხმა.
მას უკვე უპასუხეს „ქართულ ოცნებაში“ და განმარტეს, რომ სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იძალადა გუშინ სამეგრელოში. მათ მოუწოდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, შეისწავლონ და შეაფასონ ფაქტი.
შეგახსენებთ, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბარამიას ქუჩაძე დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.