ანა დოლიძის განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. დილიძის თქმით, შეთანხმებაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პირდაპირ არის გამოთქმული ეჭვი, მართლმსაჯულების პოლიტიზებაზე, მისივე თქმით, ეს არის „იუსტიციის საბჭოს ფიასკო, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე“. დოლიძე საბჭოს წევრებს ორი მოთხოვნით მიმართავს – საბჭო  გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია არსებული შეთანხმების შესახებ და წარმოადგინოს  მისი ხედვა სასამართლოს დეპოლიტიზაციათან დაკავშირებით.