საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და გადახედვას არ ექვემდებარება უკვე აღიარებული ფაქტი, რომ საქართველოსთან ომი დაიწყო რუსეთმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, მთელი მსოფლიოს წინაშე ამ საკითხის წინ წამოწევაზე უნდა ზრუნავდეს.