თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერში“ წერს, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო. „ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს ანა ფოტიგა, რომელიც სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ.