ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ანა ფოტიგა საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ანა ფოტიგას განცხადება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანა ფოტიგასა და კახა კუჭავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.