სააპელაციო სასამართლომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საუბარია 2018 წლის განცხდებაზე. სარჩელი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა შეიტანა. 2018 წელს გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსული ორგანიზაციის სასარგებლოდ საქმიანობდა. ანა დოლიძემ ეს მაშინვე უარყო, სასამართლოს მიმართა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.