იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და ახალი პლატფორმის დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ის კანონის მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებს, – ასე უპასუხა მან პრეზიდენტის მოწოდებას. ანა დოლიძის მიერ ახალი პლატფორმის დაფუძნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.
დღეს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ აქვს თავისი დღის წესრიგი – თუ მიიღებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გაცხადდება და ასევე ცნობილი გახდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებითაც.